კვლევების შემაჯამებელი ანგარიში

კვლევის შემაჯამებელი დოკუმენტი წარმოადგენს თბილისის ურბანული ტყის კვლევითი ნაწილის შემაჯამებელ
ანგარიშს, რომლის მიზანია ქ. თბილისის ურბანული ტყის/ტყე-პარკის სივრცით-ფუნქციური და ტექნიკურ-ეკონომიკური განვითარების ხედვის დამუშავების საფუძვლის შექმნა.
შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგენს დამოუკიდებლად, მაგრამ წინასწარ შეთანხმებული ერთიანი სტრუქტურითა და კვლევის მიდგომებით ინტეგრირებულ მრავალდისციპლინარული კვლევების ერთიან ნაკრებს, რომელიც შეიქმნა საკვლევ ტერიტორიაზე არსებული დარგთაშორისი კონფლიქტებისა და საერთო გამოწვევების მაქსიმალურად გამოვლენისა და გეგმარებით ეტაპზე მათი გადაწყვეტის საუკეთესო შესაძლებლობების დასადგენად

სრული კვლევის ფაილების ჩამოსატვირთად გამოიყენეთ ქვევით მოცემული ღილაკები

თემურ ტყემალაძე – ფონდი განვითარება და გარემოს თავჯდომარე

დღეს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური ვაჟას სიტყვები „გაძლება გვმართებს ბუნება, რასაც დაგვადებს ხარკადა". სწორედაც, რომ დღეს ხარკს იხდის კაცობრიობა...

ირინა დანელია – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (ბიოლოგი)

ურბანული ტყის კონცეფცია ითვალისწინებს ხანგრძლივ, დინამიურ პროცესს, რათა მდგრადი, ბუნებრივი ეკოსისტემა ჩამოყალიბდეს. ტყის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას კი მრავალი ათეული წელი სჭირდება.

გიორგი გოცირიძე – გეოგრაფი

მე ვარ გეოგრაფი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიმუშაოთ ჰოლისტიკური მიდგომით, ვინაიდან ეს ერთი ქალაქი და ერთი ცოცხალი ორგანიზმია, და გვინდა დავამკვიდროთ ქალაქური, ურბანული...