ირინა დანელია – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (ბიოლოგი)

ურბანული ტყის კონცეფცია ითვალისწინებს ხანგრძლივ, დინამიურ პროცესს, რათა მდგრადი, ბუნებრივი ეკოსისტემა ჩამოყალიბდეს. ტყის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას კი მრავალი ათეული წელი სჭირდება.

გამარჯობა, მე ვარ ბიოლოგი. ჩვენი პროექტის სიკეთეებს ჩვენი შვილები და შვილიშვილები მოიმკიან. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს მის განხორციელებაში ახალგაზრდობის ჩართულობას. ურბანული ტყეები, დიდი ქალაქების შემთხვევაში, ერთადერთ ნიშას წარმოადგენენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების თვალსაზრისით. ხშირად, ისინი წარმოადგენენ ერთადერთ თავშესაფარს გარეული ცხოველების, ფრინველებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმებისათვის, რომლებიც ერთიანი ეკოსისტემის ნაწილი არიან.

სწორად შერჩეული მცენარეები, არა მხოლოდ ხეები, არამედ ბუჩქები და ბალახოვნები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ ადგილობრივ ბუნებრივ პირობებს; გაუმჯობესდება და დაჩქარდება ნიადაგის ფორმირების პროცესი; ჩამოყალიბდება ბუნებრივი კვებითი ჯაჭვები; თაფლოვანი მცენარეები მოიზიდავენ დამმტვერავ მწერებს, რომლებიც თავის მხრივ ფრინველების მომზიდავები იქნებიან. ბუნებრივად გაჩნდებიან რეპტილიები, პატარა ზომის ძუძუმწოვრები.