ფონდის სახელწოდების არჩევისას, გადავწყვიტეთ სათაურშივე დაგვენგრია ის მცდარი წარმოდგენა, რომ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები განვითარებას ეწინააღმდეგებიან და მხოლოდ კონსერვაციაზე, ანუ შენარჩუნებაზე არიან ორიენტირებულნი.
      ჩვენი გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და რაც მთავარია, ბუნებაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი ცოდნითა და უნარჩვევებით ქმნიან საერთო პროდუქტს.
       ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის მდგრად განვითარებაში, რაც გულისხმობს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისე, რომ გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. მეტიც, მთელი რიგი ეკონომიკური აქტივობები შეიძლება მიმართული იქნას გარემოს რეაბილიტაციასა და მისი მდგრადი გამოყენებისკენ.

ახალი სიცოცხლე ჩვენს ქალაქს.