გიორგი გოცირიძე – გეოგრაფი

მე ვარ გეოგრაფი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიმუშაოთ ჰოლისტიკური მიდგომით, ვინაიდან ეს ერთი ქალაქი და ერთი ცოცხალი ორგანიზმია, და გვინდა დავამკვიდროთ ქალაქური, ურბანული ტყე, სადაც მოსახლეობა და ბუნებრივი გარემო ერთიან ჰარმონიაში იქნება.

შესაბამისი დარგის ექსპერტები ცალკეცალკე და ყველა ერთად გამოკვეთავს თბილისის ურბანული ტყის შექმნის საჭიროებებს, არსებული პრობლემების შესწავლას და ამ პრობლემების მოგვარების კონკრეტულ ხედვას, გეგმებს და საპროექტო დავალებებს.

პროექტის მსვლელობისას გამოჩნდება ბუნებრივი ლანდშაფტშის წონასწორობის აღდგენის საჭიროება და მწვავე ადგილები; ასევე გამოიკვეთება გამოუყენებელი სარეკრეაციო რესურსი და მოხდება მისი შეფასება. ეს პირველ რიგში გამოადგება თბილისის მოსახლეობას, რომელიც ისარგებლებს ამ დიდი სარეკრეაციო აუზით, ჯანსაღი ცხოვრების ბუნებრივი კლასტერით და, რაც მთავარია, ჟანგბადის მაფორმირებელი მსხვილი საქალაქო სივრცით, რომელიც დღეს ასე აუცილებელია თბილისის მდგრადი განვითარებისთვის და ცხოვრების ხარისხის ამაღლებისთვის.