თემურ ტყემალაძე – ფონდი განვითარება და გარემოს თავჯდომარე

დღეს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური ვაჟას სიტყვები „გაძლება გვმართებს ბუნება, რასაც დაგვადებს ხარკადა”. სწორედაც, რომ დღეს ხარკს იხდის კაცობრიობა ბუნებისადმი მხოლოდ გამოყენებითი მიდგომებისათვის.

გამარჯობა, მე ვარ ფონდი განვითარება და გარემოს თავჯდომარე. დროა გონს მოვეგოთ, რა გარემოში ვცხოვრობთ? რა რესურსი აქვს თბილისს, რომ გარემო გაუმჯობესდეს? მთაწმინდის ფერდი ჩვენი ქალაქის არამარტო გულს და სიმბოლოს წარმოადგენს, არამედ ის თითქმის ერთადერთი ადგილია დარჩენილი ქალაქის შემოგარენში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობით, სწორი მართვითა და დაცვით ქალაქის მნიშვნელოვან რეკრეაციულ ცენტრად უნდა გადაიქცეს. სწორედ ამ საკითხზე მქონდა საუბარი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, რადგან ვიცოდი მისი დამოკიდებულება ბუნებისადმი. მის მიერ განხორციელებულ სხვა გარემოსდაცვით პროექტების მსგავსად, მან სრული მხარდაჭერა აღგვითქვა, რისთვისაც მინდა მას უღრმესი მადლობა გადაუხადო.

მიუხედავად მსოფლიოში მძვინვარე პანდემიისა, პროექტზე მუშაობა თებერვლის თვეში დაიწყო და მიმდინარეობს თბილისის მერიასთან შეთანხმებით და ფონდი ქართუს ფინანსური მხარდაჭერით.