აღდგენილია 8 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკები

ფონდი “განვითარება და გარემო”, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „თბილისის ურბანული ტყე“ ფარგლებში, აგრძელებს მთაწმინდის ფერდის რეაბილიტაციის სამუშაოებს. ამ ეტაპზე აღდგენილია 8 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკები. ამჟამად მიმდინარეობს 4 კმ-იანი ბილიკის რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე, აგრეთვე, მოეწყობა მცირე არქიტექტურული ობიექტები: ჩიტებზე დაკვირვების ქოხები, გადმოსახედი პანორამული ადგილები, ძელ-სკამები, საჩრდილობლები. მალე დაიწყება ველო ბილიკების პროექტირების ფაზა. პროექტის შესაბამისად, წელსვე მოეწყობა ველო ბილიკების პირველი ნაწილი.