მთაწმინდის ფერდობზე ველური (კრიკინა) ვაზი დაირგო

ცნობილია, რომ ისტორიულად ველური ვაზი (Vitis sylvestris Gmel; Wild grapevine) მთელ საქართველოში, მათ შორის,  მთაწმინდის ფერდობზეც ხარობდა. სწორედ ამიტომ, ფონდმა განვითარება და გარემო, პროექტის „თბილისის ურბანული ტყე“ ფარგლებში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის (FR 18-18474) და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით, მთაწმინდის ფერდობზე ველური (კრიკინა) ვაზი დარგო. 

ველური (კრიკინა) ვაზი  (Vitis sylvestris Gmel; Wild grapevine)

საქართველოს ფლორის ტიპიური წარმომადგენელი. გავრცელებულია ქვეყნის ორივე ნაწილში, 1000-1200 მეტრამდე ზღვის დონიდან. დაცვის ქვეშ მყოფი მცენარე, შეტანილი „წითელ წიგნში“. ვაზის დომესტიკაციის საწყისი, რომელიც 8000 წლის წინ დაიწყო ჩვენს რეგიონში. კულტივირებული ჯიშების წინაპარი, საიდანაც სელექციის გზით ჩამოყალიბდა ქართული ვაზის ჯიშების გენოფონდი.

This plantation has been realized in the framework of the Development &Environment foundation project “Tbilisi Urban Forest”, in cooperation with the Rustaveli National Science Foundation grant (FR 18-18474) and National Wine Agency.  

This plant is a typical representative of Georgian flora. It is spread in both parts of the country up to 1000-1200 m above sea level. The plant is under protection – it is included in the “Red Book” of Georgia. The primary plant for grapevine domestication, initiated in our region 8.000 years ago. The ancestral of cultivated varieties, making the basis for modern Georgian grape germplasm through breeding activities.