ლადშაფტის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

თბილისის ურბანული ტყის პროექტის ფარგლებში, კლდისუბანი – ქართლის დედის უბანზე, ლანდშაფტის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, მიმდინარეობს ზეხმელი ხეების გამოტანა და ტერიტორიის გასუფთავება. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ,  ამ ტერიტორიაზე ახალი ნარგავები დაირგვება. 

პროექტის ფარგლებში კვლევები მიმიდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით – მწვანე ნარგავების ფიზიკური მდგომარეობის შეფასება/ენტომოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, გეოლოგია, გარემოს დაცვა/ეკოლოგია, ბილიკების დაგეგმარება, ტურიზმი, მიწათსაკუთრება, ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, არქიტექტურა.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ სრული დაფინანსებით მიმდინარეობს თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც თბილისის მერიასთან შეთანხმებით, ფონდი „განვითარება და გარემო“ ახორციელებს.

თემურ ტყემალაძე – ფონდი განვითარება და გარემოს თავჯდომარე

დღეს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური ვაჟას სიტყვები „გაძლება გვმართებს ბუნება, რასაც დაგვადებს ხარკადა". სწორედაც, რომ დღეს ხარკს იხდის კაცობრიობა...

ირინა დანელია – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (ბიოლოგი)

ურბანული ტყის კონცეფცია ითვალისწინებს ხანგრძლივ, დინამიურ პროცესს, რათა მდგრადი, ბუნებრივი ეკოსისტემა ჩამოყალიბდეს. ტყის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას კი მრავალი ათეული წელი სჭირდება.

გიორგი გოცირიძე – გეოგრაფი

მე ვარ გეოგრაფი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიმუშაოთ ჰოლისტიკური მიდგომით, ვინაიდან ეს ერთი ქალაქი და ერთი ცოცხალი ორგანიზმია, და გვინდა დავამკვიდროთ ქალაქური, ურბანული...