ბილიკების რეაბილიტაცია

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ სრული დაფინანსებით
მიმდინარეობს თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-
რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც თბილისის მერიასთან შეთანხმებით,
ფონდი „განვითარება და გარემო“ ახორციელებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამჟამად
მიმდინარეობს ბილიკების რეაბილიტაცია. წელს დაგეგმილია 12 კმ – ი სიგრძის
ბილიკის რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში კვლევები მიმიდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით –
მწვანე ნარგავების ფიზიკური მდგომარეობის შეფასება/ენტომოლოგია,
ბოტანიკა, ზოოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, გეოლოგია, გარემოს
დაცვა/ეკოლოგია, ბილიკების დაგეგმარება, ტურიზმი, მიწათსაკუთრება,
ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, არქიტექტურა.