„თბილისის ურბანული ტყე“ – სამუშაო შეხვედრა

22 ივლისს, ფონდი „განვითარება და გარემოს” ინიციატივით გაიმართა პროექტის „თბილისის ურბანული ტყე“ შუალედური კვლევის შემაჯამებელი ანგარიშის განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ  სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და პროექტში ჩართული დარგების სპეციალისტები. შეხვედრა წარიმართა კითხვა – პასუხის რეჟიმში, დარგების ექსპერტებმა უპასუხეს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დასმულ შეკითხვებს. მათ აგრეთვე ერთობლივად განიხილეს პროექტის სამომავლო გეგმები და შემდგომი ნაბიჯები.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ითვალისწინებს ქალაქ თბილისში  ურბანული  ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციას. მისი მიზანია მოხდეს მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის შესაბამისი პროექტის მიხედვით განაშენიანება-რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში კვლევები მიმიდინარეობს რამდენიმე მიმართულებით – მწვანე ნარგავების ფიზიკური მდგომარეობის შეფასება/ენტომოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, გეოლოგია, გარემოს დაცვა/ეკოლოგია, ბილიკების დაგეგმარება, ტურიზმი, მიწათსაკუთრება, ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, ეკონომიკა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით და ფონდი ქართუს სრული დაფინანსებით ფონდი „განვითარება და გარემო“ ახორციელებს თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენას და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს.

თემურ ტყემალაძე – ფონდი განვითარება და გარემოს თავჯდომარე

დღეს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური ვაჟას სიტყვები „გაძლება გვმართებს ბუნება, რასაც დაგვადებს ხარკადა". სწორედაც, რომ დღეს ხარკს იხდის კაცობრიობა...

ირინა დანელია – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (ბიოლოგი)

ურბანული ტყის კონცეფცია ითვალისწინებს ხანგრძლივ, დინამიურ პროცესს, რათა მდგრადი, ბუნებრივი ეკოსისტემა ჩამოყალიბდეს. ტყის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას კი მრავალი ათეული წელი სჭირდება.

გიორგი გოცირიძე – გეოგრაფი

მე ვარ გეოგრაფი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიმუშაოთ ჰოლისტიკური მიდგომით, ვინაიდან ეს ერთი ქალაქი და ერთი ცოცხალი ორგანიზმია, და გვინდა დავამკვიდროთ ქალაქური, ურბანული...