არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე)

მთაწმინდა ქართველი ადამიანის ცნობიერებაში ყველაზე საუკეთესო და წმინდა ფიქრებს აღძრავს. მადლობა უფალს რომ დღეს გაჩნდა დიდი სურვილი და უკვე გეგმა და მოცემულობა არსებობს იმის, რომ მთამინდა მიეხედოს, მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ მონასტერსა და ეკლესიას, არამედ მთლიანად, ამ მთელ, მთის სისტემათა დამამთავრებელ ადგილს, სადაც ვფიქრობ, ჩვენ თუკი ამ გეგმის განხორციელებას შევძლებთ, წინ გადავდგავთ ნაბიჯს როგორც ჩვენი ესთეტიური განვითარებისა, ასევე კულტურისა და ასევე ყველა იმ საქმისა რითაც ერი უნდა იყოს გამორჩეული. მე ვლოცავ ყველას, ვის გონებაშიც დაიბადა ეს ბრწყინვალე იდეა, ჩვენი ამ წმინდა მთის კულტურულ სივრცეში ჩართვისა და ვთხოვ უფალს, რომ ყველაფერი პროფესიონალურ, მაღალ დონეზე დაამთავროთ, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ.

თემურ ტყემალაძე – ფონდი განვითარება და გარემოს თავჯდომარე

დღეს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური ვაჟას სიტყვები „გაძლება გვმართებს ბუნება, რასაც დაგვადებს ხარკადა". სწორედაც, რომ დღეს ხარკს იხდის კაცობრიობა...

ირინა დანელია – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (ბიოლოგი)

ურბანული ტყის კონცეფცია ითვალისწინებს ხანგრძლივ, დინამიურ პროცესს, რათა მდგრადი, ბუნებრივი ეკოსისტემა ჩამოყალიბდეს. ტყის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას კი მრავალი ათეული წელი სჭირდება.

გიორგი გოცირიძე – გეოგრაფი

მე ვარ გეოგრაფი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიმუშაოთ ჰოლისტიკური მიდგომით, ვინაიდან ეს ერთი ქალაქი და ერთი ცოცხალი ორგანიზმია, და გვინდა დავამკვიდროთ ქალაქური, ურბანული...