ნიკა ქერდიყოშვილი – ზოოლოგი

გამარჯობა მე ზოოლოგი ვარ და ჩემ გუნდთან ერთად ვახორციელებ ფაუნის, ანუ ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლების აღრიცხვას.

პროექტის მიზანია ამ ტერიტორიაზე მოხდეს ისეთი ადგილების გამოყოფა, სადაც მაღალია ენდემური ან წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების რაოდენობა, ზოგადად სახეობრივი მრავალფეროვნება. ასევე, უნდა მოინიშნოს ის ტერიტორიები, რომლებიც მნიშვნელოვანია მათზე მცხოვრები სახეობების გასამრავლებლად ან გამოსაზამთრებლად.

ეს ყოველივე საშუალებას მოგვცემს, ქალაქის ურბანული განვითრების პირობებში, არ მოხდეს აქ მცხოვრები სხეობების ჰაბიტატის დაზიანება და მოსახლეობას მიეცეს საშუალება,ნდააკვირდნენ და გაეცნონ ჩვენს დედაქალაქში არსებულ ბიომრავალფეროვნებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე იმ სახეობების აღდგენა რომლებიც უკვენგადაშენებულია ამ ტერიტორიაზე, მაგალითად კაკაბი, გნოლი და თბილისის დაარსებასთან დაკავშირებული ლეგენდის მთავარი გმირი ხოხობი.