შეხვედრა ლანდშაფტის არქიტექტორებთან

6 ოქტომბერს, თბილისის ურბანული ტყის პროექტის ფარგლებში, ფონდი „განვითარება და გარემო“ ლანდშაფტის არქიტექტორებს და ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიებს შეხვდა. 

შეხვედრაზე ფონდის წევრებმა და კონტრაქტორი ორგანიზაცია „გეოგრაფიკის“ წარმომადგენლებმა დამსწრეებს წარუდგინეს კონკურსი – თბილისის ურბანული ტყის საპროექტო საზღვრებში შემავალი სამი საპილოტე უბნის (სოლოლაკის ქედის –  ჩრდილოეთის ფერდობის, მთაწმინდის პარკის მიმდებარე – მამადავითის ქედის თხემური ნაწილისა და მამადავითის ქედის – სამხრეთის ფერდის უბნის) გატყიანებისა და ლანდშაფტური დიზაინის პროექტის კონცეფციის შექმნისა (ტექნიკური, ფინანსური, მეთოდოლოგიური, ორგანიზაციული) და პროექტირების ტექნიკური დავალების  შემუშავების შესახებ. 

კონკურსი ითვალისწინებს შეირჩეს ლანდშაფტის რეგენერირების მდგრადი კონცეფცია, რომელიც დაეფუძნება თბილისის ურბანული ტყის კვლევებს, განვითარების ხედვის პირობებსა (კვლევებითა და დასაბუთებებით შემუშავებულ მოცემულობებს, შეზღუდვებს, მიდგომებს, სივრცეებსა და კონკრეტულად შერჩეულ კომპონენტებს) და ტექიკურ დავალებას, შემდგომში საპროექტო და საავტორო ზედამხედველობით მომსახურების შეძენის მიზნით.

პროექტის ფარგლებში კვლევები მიმიდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით – მწვანე ნარგავების ფიზიკური მდგომარეობის შეფასება/ენტომოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, გეოლოგია, გარემოს დაცვა/ეკოლოგია, ბილიკების დაგეგმარება, ტურიზმი, მიწათსაკუთრება, ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, არქიტექტურა,.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით და ფონდი ქართუს სრული დაფინანსებით ფონდი „განვითარება და გარემო“ ახორციელებს თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენას და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს.

თემურ ტყემალაძე – ფონდი განვითარება და გარემოს თავჯდომარე

დღეს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური ვაჟას სიტყვები „გაძლება გვმართებს ბუნება, რასაც დაგვადებს ხარკადა". სწორედაც, რომ დღეს ხარკს იხდის კაცობრიობა...

ირინა დანელია – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (ბიოლოგი)

ურბანული ტყის კონცეფცია ითვალისწინებს ხანგრძლივ, დინამიურ პროცესს, რათა მდგრადი, ბუნებრივი ეკოსისტემა ჩამოყალიბდეს. ტყის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას კი მრავალი ათეული წელი სჭირდება.

გიორგი გოცირიძე – გეოგრაფი

მე ვარ გეოგრაფი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიმუშაოთ ჰოლისტიკური მიდგომით, ვინაიდან ეს ერთი ქალაქი და ერთი ცოცხალი ორგანიზმია, და გვინდა დავამკვიდროთ ქალაქური, ურბანული...