ლადო ვარდოსანიძე – არქიტექტორი-ურბანისტი

გამარჯობა მე ვარ არქიტექტორი ურბანისტი. პროექტი ერთიანი ეკოლოგიური და ურბანისტული აზრით მოიცავს მთაწმინდის მთელს ტერიტორიას. 2007 წელს თბილისის საზღვრების გაშლამ მოიტანა მოჩვენებითი სტატისტიკური წარმატება – ქალაქის მიწების ბალანსში უშენი სივრცის გაფართოება, მაგრამ, ამას არ მოჰყოლია ჯეროვანი დეტალური დაგეგმარება.

ახლა გვაქვს დედაქალაქის გენერალური გეგმა; ის დეტალიზებას საჭიროებს. მეტაფორების მოყვარული ვარ და ვიტყვი, რომ ეს პროექტი და მისი განხორციელება თბილისს „წვანე ალყაში“ მოაქცევს, შეიკვრება სხვადასხვა ტიპოლოგიის მწვანე სივრცეების რგოლი თბილისის ირგვლივ ვგულისხმობ თბილისის ეროვნულ პარკს, დიღმისა და კრწანისის ტყე-პარკებს და, მომავალში – თბილისის ურბანული ტყეს.

ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდება ცნობილი მაქსიმა – დღეს, ბუნების ჯეროვანი დაცვა და გონივრული გამოყენება მხოლოდ ურბანიზებულ საზოგადიებას, ქალაქურ კულტურას ძალუძს.