შოთა ფხაკაძე – გეოდეზისტ-ტოპოგრაფი

მე წარმოვადგენ კომპანია ტერაგრაფიკს, რომელიც ახორციელებს ტოპოგეოდეზიურ, საკადასტრო აგეგმვით და აეროგადაღების სამუშაოებს. ჩვენი გეოდეზისტთა გუნდი საკვლევ არეალში ჩაატარებს აეროგადაღებას დრონის გამოყენებით, ტოპოგრაფიულ და საკადასტრო კვლევებეს. ასევე აეროგადაღების საფუძველზე კამერალური სამუშაოების შედეგად გამოავლენს ტყის კონტურებს. ზემოთაღნიშნული სამუშაოების შედეგად მოვამზადებთ ფონური საკადასტრო მონაცემების რუკას. 1:1000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკას და საკვლევი არეალის მაღალი ხარისხის ორთოფოტოს.

თემურ ტყემალაძე – ფონდი განვითარება და გარემოს თავჯდომარე

დღეს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური ვაჟას სიტყვები „გაძლება გვმართებს ბუნება, რასაც დაგვადებს ხარკადა". სწორედაც, რომ დღეს ხარკს იხდის კაცობრიობა...

ირინა დანელია – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (ბიოლოგი)

ურბანული ტყის კონცეფცია ითვალისწინებს ხანგრძლივ, დინამიურ პროცესს, რათა მდგრადი, ბუნებრივი ეკოსისტემა ჩამოყალიბდეს. ტყის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას კი მრავალი ათეული წელი სჭირდება.

გიორგი გოცირიძე – გეოგრაფი

მე ვარ გეოგრაფი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიმუშაოთ ჰოლისტიკური მიდგომით, ვინაიდან ეს ერთი ქალაქი და ერთი ცოცხალი ორგანიზმია, და გვინდა დავამკვიდროთ ქალაქური, ურბანული...