DeFund

შეხვედრა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან

29 სექტემბერს, ფონდმა „განვითარება და გარემო“, თბილისის ურბანული ტყის შექმნის პროექტის ფარგლებში, გამართა შეხვედრა ბიზნეს კომპანიებსა და საჯარო ორგანიზაციებთან, რომლებიც მთაწმინდის ფერდზე და მის მიმდებარედ საქმიანობენ. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი – დავით ლორთქიფანიძე, ასევე თბილისის ბოტანიკური ბაღის,  მთაწმინდის პარკის, ვაკის პარკის, კუს ტბის, GTDF Project Company – ის, GMT Group – ის  წარმომადგენლები.  […]

საველე გასვლა მთაწმინდის ფერდობზე

თბილისის ურბანული ტყის პროექტის ფარგლებში, 2020 წლის 18 სექტემბერს, არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების დარგობრივმა ჯგუფებმა მთაწმინდის ფერდზე საველე გასვლა განახორციელეს. ბილიკებზე გასვლის შედეგად გამოიყო სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვის მქონე წერტილები, სადაც არეალის შესაძლებლობების, დარგობრივი შეზღუდვების გათვალისწინებით და საპროექტო ტერიტორიის ადგილზე შესწავლა-დათვლიერებით, მოხდა წინასწარ შერჩეული მცირე ზომის არქიტექტურული ობიექტების საბაზისო რუკაზე დატანა და მახასიათებლების/პარამეტრების განსაზღვრა. აგრეთვე, საველე გასვლის […]

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

8 სექტემბერს, ფონდის „განვითარება და გარემოს “ინიციატივით, გაიმართა პროექტის „თბილისის ურბანული ტყე“ განხილვა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები – საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – ნინო ჩხობაძე, ნაკრესი – ირაკლი შავგულიძე, CENN – ვახო ჩიტიშვილი, EcoVision – სერგი სოფაძე, KfW – ლევან ციცქიშვილი, UNDP – ნინო ანთაძე. შეხვედრა გახსნა ფონდი „განვითარება და გარემოს“ […]

თბილისის ურბანული ტყის ნიადაგების კვლევა

თბილისის ურბანული ტყის დაგეგმარების ფარგლებში, საკვლევ ტერიტორიაზე (700 ჰა) ნიადაგების საველე ფონური კვლევა ჩატარდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე წინასწარ გამოიყო საკვლევი პოლიგონები, სადაც დაიგეგმა ნიადაგების პროფილების გაკეთება, მისი მორფოლოგიური შესწავლის მიზნით, ასევე განხორციელდა წერტილოვანი შერეული ნიმუშების აღება. საველე კვლევის შედეგად (რთული რელიეფის პირობებში  8 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა) გაკეთდა ნიადაგის 5 პროფილი გამოყოფილი ჰორიზონტების მორფოლოგიური შესწავლის მიზნით. სულ […]

მთაწმინდის ფერდის ბილიკების შესწავლა

ფონდის „განვითრება და გარემო“ ინიციატივით, მთაწმინდის ფერდზე, სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი გასვლა განხორციელდა. სამუშაო ჯგუფში აქტიურად არიან ჩართული პროექტის კონტრაქტორი ორგანიზაციები – „გეოგრაფიკი“ და „ტერაგრაფიკი“, ასევე გეოლოგები, ნიადაგმცოდნე და მებილიკეები. აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო მთაწმინდის ფერდზე არსებული ბილიკების ვიზუალური დათვალიერება, მათი გეოლოგიური საფრთხეების შესწავლა, რათა მოხდეს ამ ბილიკების სწორი დაგეგმარება და პროექტირებისთვის მომზადება. პროექტის ფარგლებში […]

კლდისუბანი – ქართლის დედის ფერდის ლანდშაფტის შესწავლა

თბილისის ურბანული ტყის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კვლევითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი აქტივობა 17 აგვისტოს გაიმართა.  ფონდმა „განვითარება და გარემო“,  თბილისის ურბანული ტყის პროექტში ჩართული ბიოლოგების, ბოტანიკოსების და ნიადაგმცოდნის მონაწილეობით, მოაწყო სამუშაო გასვლა მთაწმნიდის ფერდის, კლდისუბანი – ქართლის დედის მონაკვეთზე. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული ფერდის ლანდშაფტის შესწავლა, რათა შემდგომში მოხდეს ტერიტორიის სწორად დაგეგმარება და პროექტირება. პროექტის […]

შეხვედრა სართიჭალის სანერგე მეურნეობაში

პროექტის „თბილისის ურბანული ტყე“ –  ფარგლებში, ფონდი „განვითარება და გარემო“, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან, ბოტანიკოსებთან, ბიოლოგებთან და ნიადაგმცოდნესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სართიჭალის სანერგე მეურნეობას ეწვია. მათ დაათვალიერეს სანერგე და ადგილზე გაეცნენ იქ არსებული ხე-მცენარეების მდგომარეობას. გაცნობებთ, რომ მკვლევარების მიერ უკვე შემუშავდა და შეირჩა იმ ხე-მცენარეების სახეობების ნუსხა, რომელიც შემდგომში მთაწმინდის ფერდზე დაირგვება. პროექტის ფარგლებში კვლევები მიმიდინარეობდა […]

საფეხმავლო ბილიკების დაგეგმარება – ფაზა I

თბილისის ურბანული ტყის აღდგენა – რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდზე, საფეხმავლო ბილიკების  დაგეგმარების პირველი ფაზა დაიწყო. ფონდმა „განვითარება და გარემო“, კონტრაქტორმა ორგანიზაციებმა – „გეოგრაფიკი“ და „ტერაგრაფიკი“, გეოლოგებმა, მებილიკეებმა და ნიადაგმცოდნემ მთაწმინდის ფერდზე სამუშაო გასვლა განახორციელეს. გაცნობებთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების პროექტირება – რეაბილიტაციის პირველი ფაზა. პროექტის ფარგლებში კვლევები მიმიდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით – მწვანე ნარგავების […]

„თბილისის ურბანული ტყე“ – სამუშაო შეხვედრა

22 ივლისს, ფონდი „განვითარება და გარემოს” ინიციატივით გაიმართა პროექტის „თბილისის ურბანული ტყე“ შუალედური კვლევის შემაჯამებელი ანგარიშის განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ  სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და პროექტში ჩართული დარგების სპეციალისტები. შეხვედრა წარიმართა კითხვა – პასუხის რეჟიმში, დარგების ექსპერტებმა უპასუხეს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დასმულ შეკითხვებს. მათ აგრეთვე ერთობლივად განიხილეს პროექტის სამომავლო გეგმები და შემდგომი ნაბიჯები. შეგახსენებთ, რომ პროექტი ითვალისწინებს […]

ოქროყანა-წყნეთს შორის არსებულ ტერიტორიაზე ფაუნის კვლევის შუალედური ანგარიში

არსებული კვლევის მიზანი იყო ოქროყანა-წყნეთს შორის არსებულ საპროექტო ტერიტორიაზე სამომავლოდ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მდგრადი განვითარების მიზნით ფაუნის კვლევა; გადაშენებული სახეობების გამოვლენა და მათი აღდგენისთვის, ტერიტორიაზე არსებული, შესაბამისი ჰაბიტატების ვარგისიანობის შეფასება – შემდგომში ამავე ტერიტორიაზე დაგეგმილი მოქმედებების განსასაზღვრად.კონკრეტულად ეს ტერიტორია ზოოლოგიური კუთხით დეტალურად არ ყოფილა შესწავლილი. ჩვენ მოვიძიეთ სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც მოიცავდა თბილისის შემოგარენის ზოოლოგიურ კვლევებს, […]