DeFund

კვლევების შემაჯამებელი ანგარიში

კვლევის შემაჯამებელი დოკუმენტი წარმოადგენს თბილისის ურბანული ტყის კვლევითი ნაწილის შემაჯამებელანგარიშს, რომლის მიზანია ქ. თბილისის ურბანული ტყის/ტყე-პარკის სივრცით-ფუნქციური და ტექნიკურ-ეკონომიკური განვითარების ხედვის დამუშავების საფუძვლის შექმნა.შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგენს დამოუკიდებლად, მაგრამ წინასწარ შეთანხმებული ერთიანი სტრუქტურითა და კვლევის მიდგომებით ინტეგრირებულ მრავალდისციპლინარული კვლევების ერთიან ნაკრებს, რომელიც შეიქმნა საკვლევ ტერიტორიაზე არსებული დარგთაშორისი კონფლიქტებისა და საერთო გამოწვევების მაქსიმალურად გამოვლენისა და გეგმარებით ეტაპზე […]

აღდგენილია 8 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკები

ფონდი “განვითარება და გარემო”, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „თბილისის ურბანული ტყე“ ფარგლებში, აგრძელებს მთაწმინდის ფერდის რეაბილიტაციის სამუშაოებს. ამ ეტაპზე აღდგენილია 8 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკები. ამჟამად მიმდინარეობს 4 კმ-იანი ბილიკის რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე, აგრეთვე, მოეწყობა მცირე არქიტექტურული ობიექტები: ჩიტებზე დაკვირვების ქოხები, გადმოსახედი პანორამული ადგილები, ძელ-სკამები, საჩრდილობლები. მალე დაიწყება ველო ბილიკების პროექტირების ფაზა. […]

მთაწმინდის ფერდობზე ველური (კრიკინა) ვაზი დაირგო

ცნობილია, რომ ისტორიულად ველური ვაზი (Vitis sylvestris Gmel; Wild grapevine) მთელ საქართველოში, მათ შორის,  მთაწმინდის ფერდობზეც ხარობდა. სწორედ ამიტომ, ფონდმა განვითარება და გარემო, პროექტის „თბილისის ურბანული ტყე“ ფარგლებში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის (FR 18-18474) და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით, მთაწმინდის ფერდობზე ველური (კრიკინა) ვაზი დარგო.  ველური (კრიკინა) ვაზი  (Vitis sylvestris Gmel; Wild […]

შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია

15 ოქტომბერს, მთაწმინდის პარკში,  საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთახმებით, პროექტს ახორციელებს „ფონდი განვითარება და გარემო.“ თბილისის ურბანული ტყის კვლევითი ნაწილის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქ. თბილისის მერი – კახი კალაძე, საერთაშორისო საქვემოქმედო ფონდი ქართუს ხელმძღვანელი – ნიკა ჩხეტიანი, […]

ბილიკების რეაბილიტაცია

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ სრული დაფინანსებითმიმდინარეობს თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც თბილისის მერიასთან შეთანხმებით,ფონდი „განვითარება და გარემო“ ახორციელებს.აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამჟამადმიმდინარეობს ბილიკების რეაბილიტაცია. წელს დაგეგმილია 12 კმ – ი სიგრძისბილიკის რეაბილიტაცია.პროექტის ფარგლებში კვლევები მიმიდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით –მწვანე ნარგავების ფიზიკური მდგომარეობის შეფასება/ენტომოლოგია,ბოტანიკა, ზოოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, გეოლოგია, გარემოსდაცვა/ეკოლოგია, ბილიკების დაგეგმარება, ტურიზმი, მიწათსაკუთრება,ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, […]

ლადშაფტის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

თბილისის ურბანული ტყის პროექტის ფარგლებში, კლდისუბანი – ქართლის დედის უბანზე, ლანდშაფტის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, მიმდინარეობს ზეხმელი ხეების გამოტანა და ტერიტორიის გასუფთავება. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ,  ამ ტერიტორიაზე ახალი ნარგავები დაირგვება.  პროექტის ფარგლებში კვლევები მიმიდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით – მწვანე ნარგავების ფიზიკური მდგომარეობის შეფასება/ენტომოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, გეოლოგია, გარემოს დაცვა/ეკოლოგია, […]

შეხვედრა ლანდშაფტის არქიტექტორებთან

6 ოქტომბერს, თბილისის ურბანული ტყის პროექტის ფარგლებში, ფონდი „განვითარება და გარემო“ ლანდშაფტის არქიტექტორებს და ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიებს შეხვდა.  შეხვედრაზე ფონდის წევრებმა და კონტრაქტორი ორგანიზაცია „გეოგრაფიკის“ წარმომადგენლებმა დამსწრეებს წარუდგინეს კონკურსი – თბილისის ურბანული ტყის საპროექტო საზღვრებში შემავალი სამი საპილოტე უბნის (სოლოლაკის ქედის –  ჩრდილოეთის ფერდობის, მთაწმინდის პარკის მიმდებარე – მამადავითის ქედის თხემური ნაწილისა და მამადავითის […]