DeFund

მთაწმინდის ფერდის ბილიკების შესწავლა

ფონდის „განვითრება და გარემო“ ინიციატივით, მთაწმინდის ფერდზე, სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი გასვლა განხორციელდა. სამუშაო ჯგუფში აქტიურად არიან ჩართული პროექტის კონტრაქტორი ორგანიზაციები – „გეოგრაფიკი“ და „ტერაგრაფიკი“, ასევე გეოლოგები, ნიადაგმცოდნე და მებილიკეები. აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო მთაწმინდის ფერდზე არსებული ბილიკების ვიზუალური დათვალიერება, მათი გეოლოგიური საფრთხეების შესწავლა, რათა მოხდეს ამ ბილიკების სწორი დაგეგმარება და პროექტირებისთვის მომზადება.

პროექტის ფარგლებში კვლევები მიმიდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით – მწვანე ნარგავების ფიზიკური მდგომარეობის შეფასება/ენტომოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, გეოლოგია, გარემოს დაცვა/ეკოლოგია, ბილიკების დაგეგმარება, ტურიზმი, მიწათსაკუთრება, ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, ეკონომიკა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით და ფონდი ქართუს სრული დაფინანსებით ფონდი „განვითარება და გარემო“ ახორციელებს თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენას და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს.

[Best_Wordpress_Gallery id=”26″ gal_title=”ბილიკები 1″]
გააზიარე სიახლე:

მსგავსი სიახლეები

შენი ინფორმირება, ჩვენი მოვალეობაა

გამოიწერე ჩვენი სიახლეები, და მიიღე ინფორმაცია თბილისის ურბანული ტყის შესახებ პირველმა