DeFund

აღდგენილია 8 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკები

ფონდი “განვითარება და გარემო”, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „თბილისის ურბანული ტყე“ ფარგლებში, აგრძელებს მთაწმინდის ფერდის რეაბილიტაციის სამუშაოებს. ამ ეტაპზე აღდგენილია 8 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკები. ამჟამად მიმდინარეობს 4 კმ-იანი ბილიკის რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე, აგრეთვე, მოეწყობა მცირე არქიტექტურული ობიექტები: ჩიტებზე დაკვირვების ქოხები, გადმოსახედი პანორამული ადგილები, ძელ-სკამები, საჩრდილობლები. მალე დაიწყება ველო ბილიკების პროექტირების ფაზა. […]

მთაწმინდის ფერდობზე ველური (კრიკინა) ვაზი დაირგო

ცნობილია, რომ ისტორიულად ველური ვაზი (Vitis sylvestris Gmel; Wild grapevine) მთელ საქართველოში, მათ შორის,  მთაწმინდის ფერდობზეც ხარობდა. სწორედ ამიტომ, ფონდმა განვითარება და გარემო, პროექტის „თბილისის ურბანული ტყე“ ფარგლებში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის (FR 18-18474) და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით, მთაწმინდის ფერდობზე ველური (კრიკინა) ვაზი დარგო.  ველური (კრიკინა) ვაზი  (Vitis sylvestris Gmel; Wild […]