DeFund

კვლევების შემაჯამებელი ანგარიში

კვლევის შემაჯამებელი დოკუმენტი წარმოადგენს თბილისის ურბანული ტყის კვლევითი ნაწილის შემაჯამებელანგარიშს, რომლის მიზანია ქ. თბილისის ურბანული ტყის/ტყე-პარკის სივრცით-ფუნქციური და ტექნიკურ-ეკონომიკური განვითარების ხედვის დამუშავების საფუძვლის შექმნა.შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგენს დამოუკიდებლად, მაგრამ წინასწარ შეთანხმებული ერთიანი სტრუქტურითა და კვლევის მიდგომებით ინტეგრირებულ მრავალდისციპლინარული კვლევების ერთიან ნაკრებს, რომელიც შეიქმნა საკვლევ ტერიტორიაზე არსებული დარგთაშორისი კონფლიქტებისა და საერთო გამოწვევების მაქსიმალურად გამოვლენისა და გეგმარებით ეტაპზე […]

აღდგენილია 8 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკები

ფონდი “განვითარება და გარემო”, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „თბილისის ურბანული ტყე“ ფარგლებში, აგრძელებს მთაწმინდის ფერდის რეაბილიტაციის სამუშაოებს. ამ ეტაპზე აღდგენილია 8 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკები. ამჟამად მიმდინარეობს 4 კმ-იანი ბილიკის რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე, აგრეთვე, მოეწყობა მცირე არქიტექტურული ობიექტები: ჩიტებზე დაკვირვების ქოხები, გადმოსახედი პანორამული ადგილები, ძელ-სკამები, საჩრდილობლები. მალე დაიწყება ველო ბილიკების პროექტირების ფაზა. […]

მთაწმინდის ფერდობზე ველური (კრიკინა) ვაზი დაირგო

ცნობილია, რომ ისტორიულად ველური ვაზი (Vitis sylvestris Gmel; Wild grapevine) მთელ საქართველოში, მათ შორის,  მთაწმინდის ფერდობზეც ხარობდა. სწორედ ამიტომ, ფონდმა განვითარება და გარემო, პროექტის „თბილისის ურბანული ტყე“ ფარგლებში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის (FR 18-18474) და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით, მთაწმინდის ფერდობზე ველური (კრიკინა) ვაზი დარგო.  ველური (კრიკინა) ვაზი  (Vitis sylvestris Gmel; Wild […]