DeFund

საველე გასვლა მთაწმინდის ფერდობზე

თბილისის ურბანული ტყის პროექტის ფარგლებში, 2020 წლის 18 სექტემბერს, არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების დარგობრივმა ჯგუფებმა მთაწმინდის ფერდზე საველე გასვლა განახორციელეს. ბილიკებზე გასვლის შედეგად გამოიყო სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვის მქონე წერტილები, სადაც არეალის შესაძლებლობების, დარგობრივი შეზღუდვების გათვალისწინებით და საპროექტო ტერიტორიის ადგილზე შესწავლა-დათვლიერებით, მოხდა წინასწარ შერჩეული მცირე ზომის არქიტექტურული ობიექტების საბაზისო რუკაზე დატანა და მახასიათებლების/პარამეტრების განსაზღვრა. აგრეთვე, საველე გასვლის […]

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

8 სექტემბერს, ფონდის „განვითარება და გარემოს “ინიციატივით, გაიმართა პროექტის „თბილისის ურბანული ტყე“ განხილვა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები – საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – ნინო ჩხობაძე, ნაკრესი – ირაკლი შავგულიძე, CENN – ვახო ჩიტიშვილი, EcoVision – სერგი სოფაძე, KfW – ლევან ციცქიშვილი, UNDP – ნინო ანთაძე. შეხვედრა გახსნა ფონდი „განვითარება და გარემოს“ […]

თბილისის ურბანული ტყის ნიადაგების კვლევა

თბილისის ურბანული ტყის დაგეგმარების ფარგლებში, საკვლევ ტერიტორიაზე (700 ჰა) ნიადაგების საველე ფონური კვლევა ჩატარდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე წინასწარ გამოიყო საკვლევი პოლიგონები, სადაც დაიგეგმა ნიადაგების პროფილების გაკეთება, მისი მორფოლოგიური შესწავლის მიზნით, ასევე განხორციელდა წერტილოვანი შერეული ნიმუშების აღება. საველე კვლევის შედეგად (რთული რელიეფის პირობებში  8 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა) გაკეთდა ნიადაგის 5 პროფილი გამოყოფილი ჰორიზონტების მორფოლოგიური შესწავლის მიზნით. სულ […]