DeFund

შეხვედრა სართიჭალის სანერგე მეურნეობაში

პროექტის „თბილისის ურბანული ტყე“ –  ფარგლებში, ფონდი „განვითარება და გარემო“, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან, ბოტანიკოსებთან, ბიოლოგებთან და ნიადაგმცოდნესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სართიჭალის სანერგე მეურნეობას ეწვია. მათ დაათვალიერეს სანერგე და ადგილზე გაეცნენ იქ არსებული ხე-მცენარეების მდგომარეობას. გაცნობებთ, რომ მკვლევარების მიერ უკვე შემუშავდა და შეირჩა იმ ხე-მცენარეების სახეობების ნუსხა, რომელიც შემდგომში მთაწმინდის ფერდზე დაირგვება. პროექტის ფარგლებში კვლევები მიმიდინარეობდა […]

საფეხმავლო ბილიკების დაგეგმარება – ფაზა I

თბილისის ურბანული ტყის აღდგენა – რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდზე, საფეხმავლო ბილიკების  დაგეგმარების პირველი ფაზა დაიწყო. ფონდმა „განვითარება და გარემო“, კონტრაქტორმა ორგანიზაციებმა – „გეოგრაფიკი“ და „ტერაგრაფიკი“, გეოლოგებმა, მებილიკეებმა და ნიადაგმცოდნემ მთაწმინდის ფერდზე სამუშაო გასვლა განახორციელეს. გაცნობებთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების პროექტირება – რეაბილიტაციის პირველი ფაზა. პროექტის ფარგლებში კვლევები მიმიდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით – მწვანე ნარგავების […]

„თბილისის ურბანული ტყე“ – სამუშაო შეხვედრა

22 ივლისს, ფონდი „განვითარება და გარემოს” ინიციატივით გაიმართა პროექტის „თბილისის ურბანული ტყე“ შუალედური კვლევის შემაჯამებელი ანგარიშის განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ  სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და პროექტში ჩართული დარგების სპეციალისტები. შეხვედრა წარიმართა კითხვა – პასუხის რეჟიმში, დარგების ექსპერტებმა უპასუხეს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დასმულ შეკითხვებს. მათ აგრეთვე ერთობლივად განიხილეს პროექტის სამომავლო გეგმები და შემდგომი ნაბიჯები. შეგახსენებთ, რომ პროექტი ითვალისწინებს […]

ოქროყანა-წყნეთს შორის არსებულ ტერიტორიაზე ფაუნის კვლევის შუალედური ანგარიში

არსებული კვლევის მიზანი იყო ოქროყანა-წყნეთს შორის არსებულ საპროექტო ტერიტორიაზე სამომავლოდ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მდგრადი განვითარების მიზნით ფაუნის კვლევა; გადაშენებული სახეობების გამოვლენა და მათი აღდგენისთვის, ტერიტორიაზე არსებული, შესაბამისი ჰაბიტატების ვარგისიანობის შეფასება – შემდგომში ამავე ტერიტორიაზე დაგეგმილი მოქმედებების განსასაზღვრად.კონკრეტულად ეს ტერიტორია ზოოლოგიური კუთხით დეტალურად არ ყოფილა შესწავლილი. ჩვენ მოვიძიეთ სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც მოიცავდა თბილისის შემოგარენის ზოოლოგიურ კვლევებს, […]

საკვლევი ტერიტორიის ბოტანიკური შესწავლა – საწყისი ეტაპის ანგარიში

2020 წლის მარტსა და აპრილში ბოტანიკური კვლევის ჯგუფის მიერგანხორციელდა საკვლევი ტერიტორიის ფლორისა და მცენარეულობის შესახებლიტერატურული მონაცემების მოძიება და ანალიზი. დადგინდა, რომ უშუალოდსაკვლევი ტერიტორიის ფლორა და მცენარეულობა წარსულში კომპლექსურად არშესწავლილა და მისი მცენარეული სამყაროს შესახებ მხოლოდ მწირი მონაცემებიახელმისაწვდომი. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა რამდენიმე საველე გასვლა, რისშედეგადაც გამოვლინდა ოთხი მაღალი საკონსერვაციო ღირებულების სახეობის(კავკასიური ღვინა – Fritilaria caucasica, რომაული […]

დარგობრივი შეხვედრა

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ფონდმა „განვითარება და გარემო“ გამართა პროექტის „თბილისის ურბანული ტყე“ განხილვა – სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა ერთმანეთს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს წარუდგინეს თბილისის უბრანული ტყის აღდგენისა და განვითარების საკუთარი ხედვა, საკვლევი ტერიტორიის შემაჯამებელი SWOT ანალიზი დარგების მიხედვით, ისაუბრეს ტერიტორიის შესაძლებლობებსა და საფრთხეებზე. ერთობლივი განხილვის შედეგად, დარგების მიხედვით გამოიყო მკაცრად რეგულირებადი – […]

საკვლევი არეალი

საკვლევი არეალი მდებარეობს ქ. თბილისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და  ფარავს დაახლოებით 677 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს კუს ტბისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე სივრცეებს, სამხრეთით კი ემიჯნება ოქროყანის დასახლებას. საკვლევი არეალი მოიცავს იმ ტერიტორიებს, სადაც არ შედის კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებული ნაკვეთები და მოიცავს მხოლოდ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და სახელმწიფო […]