თბილისის ურბანული ტყე

ქ. თბილისის ურბანული ტყის შექმნის სივრცით-ფუნქციური და ტექნიკურ-ეკონომიკური ხედვის დამუშავება

პროექტი ითვალისწინებს ქალაქ თბილისში  ურბანული  ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციას.

პროექტის მთავარი მიზანია მოხდეს არსებული ფერდის ლანშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევა, რაც გულისხმობს მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის შესაბამისი პროექტის მიხედვით განაშენიანება-რეაბილიტაციას.

პროექტში ასევე გათვალისწინებულია მოეწყოს  საფეხმავლო ბილიკები როგორც ტურისტული, ასევე სპორტული, ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის გათვალისწინებულ იქნება გზები სამთო ველოსიპედების, საცხენოსნო და სხვადასხვა დამატებითი სპორტული აქტივობებისთვის. მოეწყობა მოსასვენებელი სკამები, საპიკნიკე ადგილები, სანაგვე ურნები, გარე განათების სისტემები.

ამოცანები

  • საკვლევი არეალის კომპლექსური შესწავლა და სინთეზური ანალიზი;
  • თბილისის ურბანული ტყის განვითარების ძირითადი ორიენტირების, მიდგომებისა და პრინციპების დადგენა;
  • თბილისის ურბანული ტყის ტერიტორიაზე თემატური (ბუნებრივი გარემო, ტურიზმი, რეკრეაცია, ბიზნესი და ეკონომიკა) ხედვებისა და მათი ალტერნატივების დამუშვება;
  • თემატური ხედვების ინტეგრირება და თბილისის ურბანული ტყის განვითარების ერთიანი სივრცითი ხედვის (სივრცით-ფუნქციური, ლანდშაფტური, საინჟინრო-ტექნიკური, ტექნიკურ-ეკონომიკური და გეგმარებითი) დამუშავება;
  • განვითარების ერთიანი სივრცითი ხედვის გაზიარება, განხილვა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმების პროცესის ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • ხედვის რეალიზების ეტაპებისა და ტექნიკური მიდგომების ჩამოყალიბება.
ვიდეო – ახალი სიცოცხლე ჩვენს ქალაქს

საკვლევი არეალი

საკვლევი არეალი მდებარეობს ქ. თბილისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და  ფარავს დაახლოებით 677 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს კუს ტბისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე სივრცეებს, სამხრეთით კი ემიჯნება ოქროყანის დასახლებას.

საკვლევი არეალი მოიცავს იმ ტერიტორიებს, სადაც არ შედის კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებული ნაკვეთები და მოიცავს მხოლოდ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და სახელმწიფო საკუთრების მიწებს

შემდეგი პოსტი