საველე გასვლა მთაწმინდის ფერდობზე

თბილისის ურბანული ტყის პროექტის ფარგლებში, 2020 წლის 18 სექტემბერს, არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების დარგობრივმა ჯგუფებმა მთაწმინდის ფერდზე საველე გასვლა განახორციელეს. ბილიკებზე გასვლის შედეგად გამოიყო სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვის მქონე წერტილები, სადაც არეალის შესაძლებლობების, დარგობრივი შეზღუდვების გათვალისწინებით და საპროექტო ტერიტორიის ადგილზე შესწავლა-დათვლიერებით, მოხდა წინასწარ შერჩეული მცირე ზომის არქიტექტურული ობიექტების საბაზისო რუკაზე დატანა და მახასიათებლების/პარამეტრების განსაზღვრა. აგრეთვე, საველე გასვლის პირობებში განხორციელდა ბილიკებისა და ტერიტორიის სამოქმედო სქემის დაზუსტება.