შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

8 სექტემბერს, ფონდის „განვითარება და გარემოს “ინიციატივით, გაიმართა პროექტის „თბილისის ურბანული ტყე“ განხილვა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები – საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – ნინო ჩხობაძე, ნაკრესი – ირაკლი შავგულიძე, CENN – ვახო ჩიტიშვილი, EcoVision – სერგი სოფაძე, KfW – ლევან ციცქიშვილი, UNDP – ნინო ანთაძე.

შეხვედრა გახსნა ფონდი „განვითარება და გარემოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოჩა კობერიძემ, რომელმაც ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე და თბილისის ურბანული ტყის აღდგენა-რეაბილიტაციის აუცილებლობაზე.

პროექტის კონტრაქტორი ორგანიზაციის – „გეოგრაფიკის“ დირექტორმა, გიორგი გოცირიძემ, წარმოადგინა „თბილისის ურბანული ტყის“ კვლევითი ეტაპის  შემაჯამებელი დარგობრივი ანგარიში, ისაუბრა პროექტის განვითარების ხედვაზე, საკვლევი ტერიტორიის შესაძლებლობებსა და საფრთხეებზე, კვლევის ფარგლებში სხვადასხვა დარგების მიერ გამოვლენილ მკაცრად ხელშეუხებელ ტერიტორიებსა და ასევე ისეთ ადგილებზე, სადაც შესაძლებელია გარკვეული სამუშაოების ჩატარება შესაბამისი რეგულირებით.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დარგობრივი კვლევების ავტორებმა უპასუხეს არასამთავრობო ორგანიზაციების შეკითხვებს.

პროექტის ფარგლებში კვლევები ჩატარდა შემდეგი მიმართულებით – მწვანე ნარგავების ფიზიკური მდგომარეობის შეფასება/ენტომოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, გეოლოგია, გარემოს დაცვა, ბილიკების დაგეგმარება, ტურიზმი, მიწათსაკუთრება, ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, ეკონომიკა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით და ფონდი ქართუს სრული დაფინანსებით ფონდი, განვითარება და გარემო ახორციელებს თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენას და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს.

თემურ ტყემალაძე – ფონდი განვითარება და გარემოს თავჯდომარე

დღეს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური ვაჟას სიტყვები „გაძლება გვმართებს ბუნება, რასაც დაგვადებს ხარკადა". სწორედაც, რომ დღეს ხარკს იხდის კაცობრიობა...

ირინა დანელია – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (ბიოლოგი)

ურბანული ტყის კონცეფცია ითვალისწინებს ხანგრძლივ, დინამიურ პროცესს, რათა მდგრადი, ბუნებრივი ეკოსისტემა ჩამოყალიბდეს. ტყის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას კი მრავალი ათეული წელი სჭირდება.

გიორგი გოცირიძე – გეოგრაფი

მე ვარ გეოგრაფი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიმუშაოთ ჰოლისტიკური მიდგომით, ვინაიდან ეს ერთი ქალაქი და ერთი ცოცხალი ორგანიზმია, და გვინდა დავამკვიდროთ ქალაქური, ურბანული...