შეხვედრა სართიჭალის სანერგე მეურნეობაში

პროექტის „თბილისის ურბანული ტყე“ –  ფარგლებში, ფონდი „განვითარება და გარემო“, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან, ბოტანიკოსებთან, ბიოლოგებთან და ნიადაგმცოდნესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სართიჭალის სანერგე მეურნეობას ეწვია. მათ დაათვალიერეს სანერგე და ადგილზე გაეცნენ იქ არსებული ხე-მცენარეების მდგომარეობას. გაცნობებთ, რომ მკვლევარების მიერ უკვე შემუშავდა და შეირჩა იმ ხე-მცენარეების სახეობების ნუსხა, რომელიც შემდგომში მთაწმინდის ფერდზე დაირგვება.

პროექტის ფარგლებში კვლევები მიმიდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით – მწვანე ნარგავების ფიზიკური მდგომარეობის შეფასება/ენტომოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, გეოლოგია, გარემოს დაცვა/ეკოლოგია, ბილიკების დაგეგმარება, ტურიზმი, მიწათსაკუთრება, ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, ეკონომიკა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით და ფონდი ქართუს სრული დაფინანსებით ფონდი „განვითარება და გარემო“ ახორციელებს თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენას და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს.