კლდისუბანი – ქართლის დედის ფერდის ლანდშაფტის შესწავლა

თბილისის ურბანული ტყის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კვლევითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი აქტივობა 17 აგვისტოს გაიმართა.  ფონდმა „განვითარება და გარემო“,  თბილისის ურბანული ტყის პროექტში ჩართული ბიოლოგების, ბოტანიკოსების და ნიადაგმცოდნის მონაწილეობით, მოაწყო სამუშაო გასვლა მთაწმნიდის ფერდის, კლდისუბანი – ქართლის დედის მონაკვეთზე. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული ფერდის ლანდშაფტის შესწავლა, რათა შემდგომში მოხდეს ტერიტორიის სწორად დაგეგმარება და პროექტირება. პროექტის შემუშავების შემდეგ, კლდისუბანი – ქართლის დედის მონაკვეთიდან განხორციელდება ზეხმელი ხეების გამოტანა, ტერიტორიის გასუფთავება და ახალი ნარგავების დარგვა.

პროექტის ფარგლებში კვლევები მიმიდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით – მწვანე ნარგავების ფიზიკური მდგომარეობის შეფასება/ენტომოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, გეოლოგია, გარემოს დაცვა/ეკოლოგია, ბილიკების დაგეგმარება, ტურიზმი, მიწათსაკუთრება, ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, ეკონომიკა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით და ფონდი ქართუს სრული დაფინანსებით ფონდი „განვითარება და გარემო“ ახორციელებს თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენას და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს.