საკვლევი ტერიტორიის ბოტანიკური შესწავლა – საწყისი ეტაპის ანგარიში

2020 წლის მარტსა და აპრილში ბოტანიკური კვლევის ჯგუფის მიერ
განხორციელდა საკვლევი ტერიტორიის ფლორისა და მცენარეულობის შესახებ
ლიტერატურული მონაცემების მოძიება და ანალიზი. დადგინდა, რომ უშუალოდ
საკვლევი ტერიტორიის ფლორა და მცენარეულობა წარსულში კომპლექსურად არ
შესწავლილა და მისი მცენარეული სამყაროს შესახებ მხოლოდ მწირი მონაცემებია
ხელმისაწვდომი. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა რამდენიმე საველე გასვლა, რის
შედეგადაც გამოვლინდა ოთხი მაღალი საკონსერვაციო ღირებულების სახეობის
(კავკასიური ღვინა – Fritilaria caucasica, რომაული გუგულის კაბა – Dactylorhiza
romana subsp. georgica, კავკასიური ზამბახი – Iris caucasica, კავკასიური ფუტკრის
დედა – Ophrys caucasica) რამდენიმე პოპულაცია; აღნიშნული სახეობები
განეკუთვნება ველურად მოზარდ დეკორატიულ მცენარეებს. რეკომენდებულია
მხედველობაში იქნას მიღებული ამ პოპულაციების მდგრადობის შენარჩუნება
ტერიტორიის სივრცითი მოწყობის სამუშაოების დაგეგმვისა და შესრულების
პროცესში.